არჩილ თალაკვაძე: ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის ოჯახიდან მოდის

ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის ოჯახიდან მოდის, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ოჯახის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ისევე უკომპრომისოდ უნდა გაგრძელდეს, როგორც ეს დღემდე ხორციელდებოდა. არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ოჯახის წევრების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პიარაქციად აფასებს.
„მე ვფიქრობ ეს პიარაქციაა. ბრძოლა ნარკოდანაშაულთან და ნარკოტრაფიკთან უნდა გაგრძელდეს ისევე უკომპრომისოდ, როგორც ეს იყო დღემდე. საქართველო არის რთულ გეოპოლიტიკურ პოზიციაში, მათ შორის ნარკოტრაფიკთან დაკავშირებით. უნდა დაველოდოთ გამოძიებას და რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ ყველა იმ განცხადებას, რომელიც პრეზიდენტის ოჯახიდან მოდის“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები