„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელის დაზიანების გამო კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, იეთიმ გურჯის ქ. N15-თან, 19:30-დან, 22 მარტის,  ღამის 03:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება.

ამ დროისთვისადგილზე მობილიზებულია სამუშაო ჯგუფი და დაზიანების  აღსადგენად ტექნიკური  სამუშაოები  მიმდინარეობს.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები