პროკურატურის წარმომადგენლებმა ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეულის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

 ​საქართველოს პროკურატურამ ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეულის ფარგლებში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი მიზეზების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურატურის წარმომადგენელები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის წარმომადგენლები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხოლო დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის ნასამართლევ პირებთან ჩატარებული კვლევა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამომწვევი ტენდენციების შესახებ გააცნეს. პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია კონკურსის შესახებ თემაზე ,,აირჩიე მომავალი ნარკოტიკის გარეშე“, რომლის მიზანსაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა წარმოადგენს.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შორის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგებთან და კონკურსთან ,,აირჩიე მომავალი ნარკოტიკის გარეშე“ დაკავშირებით დისკუსია გაიმართა. ​საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 20 მარტიდან ანტინარკოტიკული კამპანიის კვირეული დაიწყო.
კვირეულის ფარგლებში, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი მიზეზების კვლევის შედეგების პრეზენტაცია ყველა რეგიონში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები