კახეთში ტურისტის დასახმარებლად სამაშველო ოპერაცია ჩატარდა

კავკასიონის ქედზე დაშავებული ფრანგი მოთხილამურის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის შვიდი მოქალაქე კავკასიონის ქედზე თხილამურებით სრიალებდა, ამ დროს ერთი მათგანი დაშავდა. ტურისტებმა 112-ში დარეკეს და დახმარება ითხოვეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დაშავებული ტურისტი მაშველებმა ვერტმფრენით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი ექვსი ტურისტი კი სასტუმროშია განთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები