კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „ქარავან არტ ფორუმის“ ორგანიზატორებს შეხვდნენ
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა და სამინისტროს კულტურის განვითარებისა და ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი თათა სვანიძე თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „ქარავან არტ ფორუმის“ ორგანიზატორებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქუთაისში გამართულ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ხელოვნების განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე ნინო მეტრეველი, „ქარავანსარაის“ გაცვლითი მხატვრული პროგრამების ხელმძღვანელი შალვა ხახანაშვილი, „ქარავან არტ ფორუმის“ პარტნიორები – სალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის დირექტორი მარია ცანცანოგლუ, ორგანიზაცია „აპოლონია კულტურული გაცვლების“ დირექტორი დიმიტრი კონსტანტინიდისი, გალერისტი და თანამედროვე ხელოვნების ექსპერტი ჟან-ფილიპ აკა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია.
„შეხვედრაზე განიხილეს კონკრეტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს, რაშიც საქართველოს კულტურის სამინისტრომ ფესტივალის ორგანიზატორებს მხარდაჭერა აღუთქვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.