ირანმა ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატს და „მოსადის“ ცენტრს დაარტყა
ირანში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო დაზვერვის დირექტორატს და „მოსადის“ ცენტრს დაარტყეს – ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ იტყობინება.
ირანის რევოლუციური გვარდიის ცნობით, თავდასხმა ჰერცლიაში მდებარე სადაზვერვო სამსახურის ოპერაციულ ცენტრზე განხორციელდა.
ისრაელის მხარეს ინფორმაცია, ამ დრომდე, არ დაუდასტურებია.