გიორგი ხოჯევანიშვილი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

გენერალურ პროკურატურაში ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 18 ივნისს გამოკითხვაზე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები ელგუჯა ხარაზიშვილი არიან დაბარებულები.

ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ პროკურატურაში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ელგუჯა ხარაზიშვილი 12:00 საათზე, გიორგი ხოჯევანიშვილი კი 18:00 საათზე მივა.

გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხნენ: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე; მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი; ჩორჩანას მკვიდრი ალექსანდრე ლომიძე და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები