ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა 3 მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე შსს და საგანგებო სიტუაციების მართვის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.