ტრამპის თქმით, ირანის საჰაერო სივრცე აშშ-ის კონტროლის ქვეშაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის საჰაერო სივრცეზე სრული კონტროლი დაამყარა.

პენტაგონის წარმომადგენელმა РИА Новости-სთან თქვა, რომ აშშ-ს გადაჰყავს ავიამზიდის სამოქმედო ჯგუფი, რომლის სათავეშია გემი USS Nimitz, ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) პასუხისმგებლობის ზონაში – ახლო აღმოსავლეთში, ამერიკელი სამხედროების დასაცავად.

პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები ასევე აგრძელებენ ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

„ჩვენ ახლა სრული და ტოტალური კონტროლი გვაქვს ირანის ცაზე. ირანს კარგი სათვალთვალო აღჭურვილობა და სხვა თავდაცვითი აღჭურვილობა ჰქონდა, დიდი რაოდენობით, მაგრამ ეს არაფერია ამერიკულ განვითარებასა და შეიარაღებასთან შედარებით. ამას ვერავინ აკეთებს ისე კარგად, როგორც კარგი ძველი ამერიკა“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები