ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მომხდარი ავარიის დროს 14 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული და შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.
ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამსახურის ჯგუფები იყო მობილიზებული.