ირანმა რაკეტები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა მოამზადა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებზე შესაძლო დარტყმებისთვის, თუ შეერთებული შტატები ირანზე შეტევას განახორციელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
სხვა ოფიციალური პირების თქმით, თავდასხმის შემთხვევაში, ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის დანაღმვა დაიწყოს.