შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, მოადგილე გიორგი ბუთხუზთან ერთად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – თეიმურაზ კუპატაძე წარუდგინა.
შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სამუშაო შეხვედრაზე გეკა გელაძემ, დაცვის პოლიციის თანამშრომლებისგან განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.