ნეთანიაჰუ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს.

როგორც მან ამერიკულ ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში აღნიშნა, ირანის უზენაესი ლიდერის მიზანში ამოღება ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირებას დაასრულებს და არა გაამწვავებს.

„ეს კონფლიქტის ესკალაციას არ გამოიწვევს, პირიქით, ეს კონფლიქტს დაასრულებს. ეს რეჟიმი ნახევარი საუკუნეა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს, ტერორიზმსა და დივერსიას ავრცელებს. ირანს „მარადიული ომი“ სურს და ისინი ბირთვული ომის ზღვარზე გვაყენებენ. სინამდვილეში, ისრაელი ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს და ჩვენ ამის გაკეთება მხოლოდ ბოროტების ძალებთან დაპირისპირებით შეგვიძლია. დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ მიზანში მათი ბირთვული მეცნიერები ამოვიღეთ. ფაქტობრივად, ეს ჰიტლერის ბირთვული მეცნიერების გუნდია“, – განაცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

კითხვაზე, ნამდვილად აპირებს თუ არა ისრაელი უზენაეს ლიდერზე თავდასხმას, ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ ისრაელი „გააკეთებს იმას, რაც საჭიროა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები