ქუთაისში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ქუთაისში, თაყაიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.
დაღუპული ახალგაზრდა ბიჭია, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ეძინა, როცა შენობაში ცეცხლი გაჩნდა და გამოსვლა ვერ შეძლო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.