CNN: ირანმა ისრაელის ჩრდილოეთით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ ირანმა ისრაელის ჩრდილოეთით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, ძირითადად ჩრდილოეთსა და ჰაიფაში, სირენების ხმა ისმის. მოსახლეობას თავშესაფრის მოძიების ინსტრუქცია მიეცა.
„თავდაცვის სისტემები საფრთხის აღმოსაფხვრელად მუშაობს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.