დაჩი ცაგურია: მიუხედავად იმისა, როგორი სასტიკი იყო სააკაშვილი, ხალხი ქუჩაში რომ გამოდიოდა, აზრად არავის მოსვლია, პოლიციელებისთვის ასაფეთქებელი მასალები ესროლა, არავის შვილებთან მივვარდნილვართ

მიუხედავად იმისა, როგორი სასტიკი იყო სააკაშვილი, ხალხი ქუჩაში რომ გამოდიოდა, აზრად არავის მოსვლია, პოლიციელებისთვის ასაფეთქებელი მასალები ესროლა, არავის შვილებთან მივვარდნილვართ, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სააკაშვილი თავის ახალგაზრდებთან ერთად ხელისუფლებაში მოვიდა ვითომ რაღაც დემოკრატიის, თავისუფლების და ასეთი ლამაზ-ლამაზი იდეებით და ეგრევე დაიწყეს ადამიანების ჩარეცხვა, დახვრეტა და წამება, რაც ცხადია, მიუღებელი იყო საზოგადოებისთვის, მაგრამ მიუხედავად იმისა, როგორი სასტიკიც იყო სააკაშვილი და როგორი გამწარებულიც ჰყავდა მთელი ქვეყანა, ეს გამწარებული ხალხი ქუჩაში რომ გამოდიოდა, არავის თავში აზრად არ მოსვლია, პოლიციელებისთვის ასაფეთქებელი მასალები და „მოლოტოვის კოქტეილები“ სახეში ესროლა, ადამიანები ცოცხლად დაეწვა და არც შენობების დაწვა-დალეწვა მოსვლია ვინმეს აზრად, არც ცეცხლის გაჩენა, არც ხანძრის გაჩენა და არავის შვილებთან არასდროს არ მივვარდნილვართ.

მე ძალიან ბევრჯერ მქონია შემთხვევა, რომ კაფეში, ან სადმე შევსულვარ და იქ მაშინდელი სააკაშვილის ელიტის წარმომადგენლები ყოფილან, რომლებიც სხვათაშორის, უშუალო მონაწილეები იყვნენ და პასუხისმგებლები, მაგრამ ეს აზრად არ მომსვლია“, – აღნიშნა ცაგურიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები