გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

გორში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. გადმოყრილი თუნუქის ნაჭრები შენობასთან მდგომ მანქანებს დაეცა და დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივებს აინტერესებთ, მიიღებენ თუ არა ისინი კომპენსაციას დაზიანებული მანქანებისა და სახურავის სანაცვლოდ. ამ დროისთვის ქუჩა გადაკეტილია.
ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საგარეჯოში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ შენობასაც. გადმოყრილი თუნუქის ნაჭრები შენობასთან მდგომ მანქანებს დაეცა. დაზიანებულია ათამდე ავტომობილი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები