გორში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. „კვირას“ ინფორმაციით „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურთან ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. მიღებული ტრავმების შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები