„საუბარი იმაზე, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ზეწოლა მოხდება, მოგონილი თემებია“

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, საუბარი იმაზე, რომ გიორგი მამალაძეზე ზეწოლა მოხდება, ან რაღაც განსხვავებული რეჟიმით დაიკითხება, არის მოგონილი თემები.
“ძალიან მძიმე ფაქტზე არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და რასაკვირველია, ყველა წესი იქნება დაცული იმისთვის, რომ კითხვები არ დარჩეს ამ საკითხთან დაკავშირებით. ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ზეწოლა მოხდება, ან რაღაც განსხვავებული რეჟიმით დაიკითხება ის, ვიდრე დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, ეს არის მოგონილი თემები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სასჯელაღსრულების N9 დაწესებულებაში პროკურატურის წარმომადგენლები და დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები იმყოფებოდნენ.
მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი სახალხო დამცველს მოუწოდებს, ორი დღის განმავლობაში, მოინახულოს ბრალდებული დეკანოზი. როგორც რამიშვილმა აღნიშნა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის, ისე მისი ოჯახის წევრებისა და თავად ადვოკატების უსაფრთხოების საკითხი. ადვოკატები მოუწოდებენ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, მოხდეს მათი მაქსიმალურად დაცვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები