„ტრაგედია იქნა თავიდან აცილებული, ახლა კი დროული გამოძიების სიტყვას უნდა დაველოდოთ“

ტრაგედია იქნა თავიდან აცილებული, ახლა კი დროული გამოძიების სიტყვას უნდა დაველოდოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
ამასთან, წულუკიანი აცხადებს, რომ დეკანოზისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ვერ გააკრიტიკებს.
„სასამართლომ ამ ეტაპზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება საჭიროდ მიიჩნია. ამიტომ, ჩემი როლი, ამ გადაწყვეტილების კრიტიკა ვერ იქნება. მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პრევენციული ზომები დროულად განხორციელდა. ტრაგედია იქნა თავიდან აცილებული, ახლა კი დროული გამოძიების სიტყვას უნდა დაველოდოთ. შემდეგ, უკვე მხარეები ერთმანეთს შეჯიბრებიან თანასწორობის პრინციპის დაცვით, მოსამართლის წინაშე, რომელიც უზენაესი არბიტრია და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები