პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობის საკითხებში სოფიო შამანიდი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ პრობლემებზე, მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და შესაძლებლობების განვითარებაზე.
სოფიო შამანიდის განცხადებით, აქტიურ მოქალაქეზე, რომელსაც გაცნობიერებული აქვს კონსტიტუციური უფლებები და იცის საკუთარი კონსტიტუციური პასუხისმგებლობები, დგას დემოკრატიული ქვეყანა.
სოფიო შამანიდმა მოუწოდა სტუდენტებს, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივობებში, განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები და სრულად მოახდინონ ინტეგრაცია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში.
„საქართველოს პრეზიდენტისათვის მნიშვნელოვანია, იყოს ინფორმირებული, როგორ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის ერთი მესამედი, რომლებიც ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენენ”, – აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო შამანიდმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები