“შორენა თეთრუაშვილი მზადაა პროკურატურის კითხვებს პასუხი გასცეს”

საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას თქმით, პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მზად არის, ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი პროკურატურის შეკითხვებს.
მისივე ინფორმაციით, გარკვეული კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით შედგა, თუმცა კონკრეტული დრო, თუ როდის უნდა მივიდეს შორენა თეთრუაშვილი დაკითხვაზე, ამ ეტაპზე უცნობია.
„ველოდებით პროკურატურიდან შეტყობინებას. ქალბატონი შორენა მზად არის, ნებისმიერ საკითხზე გასცეს პასუხი, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ თემაზე გარკვეული მანიპულაციები. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. ყველა გარემოებაზე, ყველა საკითხზე, რაც საინტერესო იქნება პროკურატურისთვის, მზად ვართ პასუხი გავცეთ”, – განაცხადა იურისტმა.
მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილი დაიკითხება მოწმის სახით, ვინაიდან სხვა გარემოება არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები