გიმნაზიიდან, რომლის დირექტორიც დეკანოზი გიორგი მამალაძეა, პროკურატურამ დოკუმენტები მოითხოვა

დაბა ჩაქვში, წმინდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის გიმნაზიიდან, სადაც ხელმძღვანელი ე.წ. ციანიდის საქმის ბრალდებული გიორგი მამალაძეა, პროკურატურამ დოკუმენტები გამოითხოვა. როგორც სკოლის დირექტორის მოადგილემ, მარიამ ტარიელაძემ განაცხადა, აჭარის პროკურატურამ სკოლიდან დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ხელნაწერი დოკუმენტები გამოითხოვა. დეკანოზი აღნიშნულ გიმნაზიას ბოლო 3 წელია ხელმძღვანელობს.
“მოვიდა ახალგაზრდა და წარმომიდგინა აჭარის პროკურატურაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არ ვიცი, რამდენად სანდო იყო, მართლა არის თუ არა პროკურატურის თანამშრომელი. უნდობლობა გამოიწვია იმან, რომ იგი მამა გიორგის ნებისმიერი სახის ხელნაწერებს ითხოვდა, თუნდაც ფურცლის ნაგლეჯს. მე ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი იყო გამოგზავნილი იმიტომ, რომ პერიოდულად ვიღაცას ტელეფონზე ეკონტაქტებოდა. სამჯერ წავიდა და უკან დაბრუნდა. ვუთხარი, რომ არა მაქვს მსგავსი რამ. მოსულიყო შესაბამისი განჩინებით და ჩავახედებდით დოკუმენტაციაში, მაგრამ ის კატეგორიულად ითხოვდა ამის მაშინვე გაკეთებას. გამეცნო, სახელი და გვარი მითხრა, თუმცა ვერ ვიტყვი, ამას ადვოკატები იტყვიან. დოკუმენტი რომ წარმომიდგინა, იყო აჭარის პროკურატურის თანამშრომელი, თუმცა რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, არ ვიცი,” – განაცხადა გიმნაზიის დირექტორის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც გიმნაზიის დირექტორად 3 წლის წინ დაინიშნა და მას დღემდე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები