შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არასრულწლოვნებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის დამატებითი სერვისები დაინერგება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ორგანიზებით, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობების გაუმჯობესებისა და სათანადო სერვისით უზრუნველყოფის თემაზე, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ კონფერენცია ჩატარდა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – შალვა ხუციშვილი, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა, ახლად დამტკიცებული რეგულაციები და დანერგილი სიახლეები განიხილეს. ღონისძიებაზე  ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რაც დაკავებული არასრულწლოვნებისა და ადმინისტრაციულ პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.
კონფერენცია ევროსაბჭოსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის პროექტის – „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში“ ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი დროებითი მოთავსების იზოლატორების შესაძლებლობების განვითარების კუთხით,  საქართველოს შს სამინისტროს მხარდაჭერა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები