ლევან იზორია: მთავრობა ყველაფერს აკეთებს კონგოში, ტყვეობაში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის გამოსახსნელად

“საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს კონგოში, ტყვეობაში ჩავარდნილი საქართველოს მოქალაქის გამოსახსნელად”,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოს მთავრობასთან კონტაქტზეა.
“მთავრობა ყველაფერს აკეთებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგოს მთავრობასთან არის კონტაქტზე. მიმდინარეობს ინფორმაციის დეტალურად დამუშავება და გარკვეული დეტალების დაკონკრეტება. სამწუხაროდ, საქმე გვაქვს ამბოხებულებთან და კომუნიკაცია გარკვეულ სპეკულაციებთან არის დაკავშირებული. ძალ-ღონეს არ იშურებს მთავრობა, რომ თითოეული მოქალაქის უფლება იყოს დაცული. სოსო ოსურაული აღარ არის 2015 წლის მარტიდან საქართველოს სამხედრო სამსახურში, თავისი სურვილისამებრ და კერძო კომპანიის დაკვეთით იმყოფებოდა კონგოში”, – განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად მეამბოხეების მიერ დატყვევებულ იქნა საქართველოს ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე მოქალაქე დაიჭრა. დაჭრილი სამშვიდობოზეა და აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ გომაში მკურნალობას გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები