ადვოკატი: სინოდის წევრებს არ უთქვამთ, რომ ისინი გიორგი მამალაძესთან შეხვედრას აპირებდნენ

“ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ადვოკატისა და წმინდა სინოდის წევრებს შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა საპატრიარქოში საათნახევარი გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ წმინდა სინოდის წევრებს ჰქონდათ ბევრი კითხვა, რაზეც ადვოკატებმა დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია.
„ჩვენ აბსოლუტურად დეტალურად ვისაუბრეთ და მივეცით ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენებასთან დაკავშირებით, სინოდის წევრებს ბევრი კითხვა ჰქონდათ, ანუ ჩვენებას აძლევს მამა გიორგი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი, რომ მისი ბრალი არის უსაფუძვლო. სინოდის წევრების კითხვებს ჩვენ დეტალურად ვუპასუხეთ. სინოდის წევრები ძალიან დაინტერესებულნი არიან ერთი რამით, რომ სამართალმა იზეიმოს. საუბრის დროს, მათ საკუთარი პოზიცია არ ჰქონიათ გამოხატული, შესაბამისად, ჩვენი საუბრის მიმდინარეობისას, აზრთა სხვადასხვაობა არ მომისმენია“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. მისივე თქმით, სინოდის წევრებს არ უთქვამთ, რომ ისინი ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრას აპირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები