ეკა ბესელია ე.წ. ციანიდის საქმეზე: ხელისუფლება და საპატრიარქო ყველაფერს აკეთებენ, რომ დადგინდეს, სად არის სიმართლე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება და საპატრიარქო ერთობლივად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ციანიდის საქმეზე დადგინდეს, მართლაც სად არის სიმართლე და სად არის რეალობა. ბესელიას განმარტებით, მნიშვნელოვანია გამოძიების ორგანო ისე მუშაობდეს, რომ მასზე გავლენას ვერავინ ახდენდეს.
„მართლმადიდებელი ეკლესია და ხელისუფლება ერთობლივად გააკეთებენ ყველაფერს, რომ ამ საქმეზე სიმართლის დადგენას ხელი არ შეეშალოს. ეს თანამშრომლობა, ეს კოორდინაცია მნიშვნელოვანია საქმის შედეგისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიებას ნდობას უცხადებს საქართველოს საპატრიარქო და არავის არ გაუმჟღავნებია ჯერ მტკიცებულებები. საპატრიარქო არ არის დახურული ინსტიტუცია, სადაც ადამიანებს არ მიესვლებათ. ვისაც აქვს სურვილი, მიდის და საუბრობს იმ თემაზე, რა თემაზეც სურს და დიალოგი არაფერს აზიანებს. მთავარია ის, რომ გამოძიებას, რომელიც მთავარ პროკურატურას მიჰყავს, ჰქონდეს შესაძლებლობა, ყოველგვარი ჩარევის გარეშე, სიმართლე დადგინდეს. საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საპატრიარქო ერთობლივად ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ საქმეზე დადგინდეს, მართლაც სად არის სიმართლე და სად არის რეალობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები