გელა ზედელაშვილი: Sos! ნარკომანები ქართულ ფეხბურთში!

“Sos! ნარკომანები ქართულ ფეხბურთში!” – ამ სათაურით ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ზედელაშვილი წერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა – “სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში”, რომელიც ითვალისწინებს საფეხბურთო განათლების ამაღლებას.
ზედელაშვილის ინფორმაციით, სემინარზე საქართველოს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბის დირექტორი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ გამოცხადდა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში ძალიან გახშირდა.
„Sos! ნარკომანები ქართულ ფეხბურთში!!! არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ იძულებული ვარ! რატომ არის ქართული ფეხბურთი შავ დღეში? იმიტომ, რომ ამ სფეროში (პირდაპირი გაგებით) არაჯანმრთელი სიტუაციაა! მაგალითად, ამ დღეებში (კერძოდ, 7 თებერვალს) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა – “სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში”, რომელიც ითვალისწინებს საფეხბურთო განათლების ამაღლებას. ამ ეტაპზე, შერჩეულია 30 სტუდენტი. ისინი უკვე დასაქმებულნი არიან ქართულ ფეხბურთში, მაგრამ სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება. ვინაიდან პროექტი ხორციელდება უეფას დაფინანსებით, ბუნებრივია, ესწრებოდნენ ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ახლა კი მთავარი: ამ სემინარზე საქართველოს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი კლუბის დირექტორი გამოცხადდა განგრეულ კაიფში… ისეთ კაიფში, რომ დამსწრე საზოგადოება შოკში ჩავარდა. ეს ყველაფერი ნახეს უეფას წარმომადგენლებმა! როგორც ავი ენები ამბობენ, ქართულ ფეხბურთში ნარკომანობა უკვე გახშირებული მოვლენაა!
პატივცემულო ფეხბურთის ფედერაციავ, გასაგებია, რომ ნარკომანობა ავადმყოფობაა და სჭირდება მკურნალობა, მაგრამ სპორტი არ გახლავთ სარეაბილიტაციო ცენტრი! სანამ გაგლეჯილ კაიფში მყოფი დირექტორის ვიდეო და ფოტომასალა გამომიქვეყნებია, მიიღეთ ზომები – გამოდით, საზოგადოებას აუხსენით, რა ხდება, მერე მაგ დირექტორს მიხედეთ და საერთოდაც, კარგად შეისწავლეთ ეგ თქვენი მიფარჩაკებული სფერო. ვის ელაპარაკებით ჯანსაღი ცხოვრების წესზე, როცა თქვენ ირგვლივ ნარკომანები დაბოდიალობენ? სირცხვილია!!!“, – წერს ზედელაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები