ეკა კუპატაძე: წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის – ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა თამაშია

“წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე წერს.

როგორც ეკა კუპატაძე აღნიშნავს, დარწმუნებულია, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება, მაქსიმალური სასჯელით.

„წუხელ დაიჭირეს კიდევ ერთი! დაიჭირეს ლუკა კლადკინი, სასამართლო პროცესზე ჩვენების შეცვლისთვის! ამ იდიოტებს ჰგონიათ, რომ გიგას მკვლელობა, თამაშია! ყველა დამნაშავე ციხეშიიიიიი! მძიმე დღე მქონდა გუშინ, ამიტომ ვერ მოგაწოდეთ ინფორმაცია. რამდენიმე დღეში გაბაშვილის და რიკაძის განაჩენი დადგება ორივე ბრალზე და ჩიქოვანისა კი, დიღმის ჩხუბების ბრალზე. დარწმუნებული ვარ, განაჩენი იქნება გამამტყუნებელი, მაქსიმალური სასჯელით! დეტალებზე ინფორმაციას მოგაწოდებთ დღის ბოლოს!“- წერს კუპატაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები