ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან კონფლიქტში ნატოს ქვეყნებისგან სამხედრო მხარდაჭერის მოთხოვნა არა წინასწარ, არამედ მოგვიანებით და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კონტექსტში გამოთქვა, მიუღებელია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სამი კვირის წინ ტრამპს თეთრ სახლში შევხვდი. გასულ კვირას კიდევ ერთი ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. ვუთხარი: თუ გსურთ, რომ დაგეხმაროთ, გთხოვთ, წინასწარ გვთხოვოთ, დიდი ხნით ადრე. და არა გაზეთების მეშვეობით. ეს მიდგომა ჩვენთვის უბრალოდ მიუღებელია“, – თქვა მერცმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტი ნატოს „ომი“ არ არის და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს პროცედურები, რომლებიც ამ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა.
„მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ შევთავაზეთ – ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში – ორგანიზება, მაგალითად, სხვებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის სამხედრო დაცვისთვის“, – დასძინა მერცმა.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაცია ნატოს მიერ შეერთებული შტატების მხარდაჭერის გამოცდა იყო და რომ ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ალიანსის ქვეყნების პოზიციით და ამას არ დაივიწყებს.