არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ირანის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ექვსი ბალისტიკური რაკეტა და ცხრა უპილოტო საფრენი აპარატი ჩაჭრეს.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნდა.

“2026 წლის 27 მარტს, არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ექვსი ბალისტიკური რაკეტა და ცხრა დრონი ჩაჭრეს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დეპარტამენტის განახლებული ინფორმაციის თანახმად, ესკალაციის დაწყებიდან მოყოლებული, არაბთა გაერთიანებული საამიროების სამხედროებმა სულ 378 ბალისტიკური და 15 ფრთოსანი რაკეტა, ასევე 1835 დრონი ჩაჭრეს.

ბოლო ინფორმაციით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არაბთა გაერთიანებული საემიროების ორი სამხედრო მოსამსახურე და ერთი მაროკოელი სამოქალაქო სპეციალისტი დაიღუპნენ.

გარდა ამისა, დარტყმების შედეგად რვა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ისინი ბანგლადეშის, ინდოეთის, ნეპალის, პაკისტანის და პალესტინის მოქალაქეები. ამასთან, სხვადასხვა ეროვნების 170-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები