თურქი მსახიობი,ჰანდე ერჩელი, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დააკავეს

ცნობილი თურქი მსახიობი ჰანდე ერჩელი, რომლის დაპატიმრების ორდერი ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში იყო გაცემული, ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დააკავეს, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სტამბოლის სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ერჩელი თმისა და სისხლის ნიმუშების ასაღებად სასამართლო ექსპერტიზის დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გამოძიების ფარგლებში სამგზავრო აკრძალვა დაეკისრა ფიკრეტ ორმანს, ბურაკ ელმასს, ჰაკან საბანჯის, ქერიმ საბანჯის, დიდემ სოიდანს და გუზიდე დიურანს. ასევე, ოპერაციის ფარგლებში 4 პირი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მთავარმა პროკურატურამ ნარკოტიკებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირის დაკავების ორდერი გასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები