Bloomberg: ირანის ნავთობის შემოსავლები ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა
ომის დაწყებიდან ირანის ნავთობის შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა,- ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
ომის დაწყებიდან, ირანმა ნავთობიდან ასობით მილიონი დოლარის დამატებითი შემოსავალი მიიღო, რაც ჰორმუზის სრუტის გავლით ერთადერთ მსხვილ ექსპორტიორად იქცა.
მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან ისლამურმა რესპუბლიკამ ფასების ცვლილებით ორმაგი სარგებელი მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების დაწყებიდან ირანმა ნავთობის რეალიზაციით დაახლოებით 3.9 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.