ირანში აშშ-სა და ისრაელთან კონფლიქტის დროს 22 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ირანში შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან კონფლიქტის დროს 22 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ ავრცელებს.

„დაშავებულთა საერთო რაოდენობა 22 000-ს აჭარბებს. 22 631-მა მიიღო მკურნალობა, ხოლო 924 ადამიანი ამჟამად საავადმყოფოშია. 18 წლამდე დაშავებულთა საერთო რაოდენობა 1 583-ია. გარდაცვლილია 237 ქალი და დაშავებულია 3 913 ქალი. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობა 13-ია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტომ გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა არ გამოაქვეყნა, თუმცა აღნიშნა, რომ მონაცემები 25 მარტის მდგომარეობით განახლებული იყო.

დაღუპულთა უახლესი საერთო მონაცემები გაეროში ირანის მუდმივმა წარმომადგენელმა, ამირ საიდ ირავანიმ, 12 მარტს გამოაცხადა – 1300-ზე მეტი. მას შემდეგ ირანის ხელისუფლებამ მხოლოდ დაღუპულთა საერთო მონაცემები განაახლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები