დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა ფიგურული ციგურაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე რიტმულ ცეკვაში იასპარეზა

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. დიანა დევისისა და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმულ ცეკვებში იასპარეზა. მათ მსაჯებისგან 79,34 ქულა დაიმსახურეს და გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს. ისინი თავისუფალი პროგრამით 28 მარტს იასპარეზებენ.

მათივე ცნობით, დღეს მაყურებლის წინაშე თავისუფალი პროგრამით წარდგება ანასტასია გუბანოვა, რომელმაც მოკლე პროგრამაში ასპარეზობა მეექვსე პოზიციაზე დაასრულა.

მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ანგარიშზე ერთი მედალია. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, რაც ისტორიული შედეგია. საქართველოს აქამდე უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე მედალი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები