გიორგი გამსახურდია: მინდა გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ. ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ. გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ 2017 წელს თავისი პოზიცია და მოსაყდრედ გამოარჩია მეუფე შიო, უწესიერესი და ასკეტი ადამიანი – მის გარშემო გარდა გამოგონილი ჭორებისა, არაფერი მოიპოვება
რადგან ამ თემებს ვეხები ეს ბოლო პერიოდია, მინდა ასევე გამოვეხმაურო საპატრიარქოში განხეთქილების შეტანის მოსურვეებს ე.წ ოპოზიციაში, მათ წუხილებს ანდერძზე და ა.შ. გასაგებად აღნიშნა მისმა უწმინდესობამ, 2017 წელს თავისი პოზიცია და მოსაყდრედ გამოარჩია მეუფე შიო, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში წერს.
გამსახურდიას განცხადებით, პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს გარშემო, მხოლოდ გამოგონილი ჭორებია, თავად მეუფე კი უწესიერესი ადამიანია. მისივე თქმით, მუჯირებისა და გამსახურდიების ოჯახი ერთმანეთთან ახლოს იყვნენ.
“მეუფე შიო გახლავთ მართლაც უწესიერესი და ასკეტი ადამიანი, მის გარშემო გარდა გამოგონილი, საფუძვლებს მოკლებული, ჭორებისა, არაფერი არ მოიპოვება და არც არსებობს ბუნებაში. გარდა ამისა, ვიცნობ მას პირადად და ვიცნობ მის შესანიშნავ ოჯახს, საიდანაც მეუფე მოდის. მათ სახლში, შესანიშვავ ქალბატონ, ურსულა ქურდიანთან დავეუფლე გერმანულ ენას ბავშვობაში (იმ ბავშვობაში, რომელიც ნაცების პოლიტიკურმა წინაპრებმა არ მაცალეს) და ზვიადის და ჩვენი უახლოესი ოჯახი გახლდათ, ქურდიანების და მუჯირების ოჯახი. წარმატებები მეუფეს და გამჩენის წყალობა,” – წერს გიორგი გამსახურდია Facebook-ზე.