გია აბაშიძე: ვაშინგტონის სამიტზე წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების მეუღლეები, იმ ქვეყნებს კი, სადაც პრეზიდენტი ქალბატონია წარმოადგენდა მეუღლე, ქმარი, სწორედ ეს იგულისხმა ქვეყნის პირველმა ლედიმ

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პირველი ლედის, თამარ ბაგრატიონის განცხადების ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება, სადაც ის პირველ ლედებთან ერთად პირველ ქმრებს ახსენებს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ვაშინგტონის სამიტზე წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების მეუღლეები და იმ ქვეყნებს, სადაც პრეზიდენტი ქალია, წარმოადგენდა მეუღლე, ქმარი.

„პრეტენზიულ უვიც “სპეციალისტთა” საყურადღებოდ, ვაშინგტონის სამიტზე წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების მეუღლეები. იმ ქვეყნებს კი, სადაც პრეზიდენტი ქალბატონია წარმოადგენდა მეუღლე, ქმარი. სწორედ ეს იგულისხმა ქვეყნის პირველმა ლედიმ, ქალბატონმა თამარ ბაგრატიონმა“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები