“ჩემი ფიგურა უფრო აქტუალურია, ვიდრე როდესმე; ჩვენ ვართ ძალიან ბევრი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.

“ჩემს FB-ზე ბოლო სამ კვირაში 30 მილიონზე მეტი შემოსვლაა და მათ შორის 4 მილიონზე მეტი ინდივიდუალური სტუმარი.

ეს ბევრად აღემატება საქართველოს მოსახლეობას, ე.ი. არ ჭრის “ქოცური” დაშინებები და ჩემი ფიგურა უფრო აქტუალურია, ვიდრე როდესმე.

FB-ზე წვდომას თუ ამიკრძალავენ, ეს აქტუალურობა რამდენჯერმე გაიზრდება. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები