ხვალ, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებია.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 10:00 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ანა პოლიტკოვსკაიას (ნაწილობრივ) და ჯიქიას (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
რაც შეეხება მთაწმინდის რაიონს, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა გოგებაშვილის, გუნიას, ბაშალეიშვილის და ალეკო შენგელაიას ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.