კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ნაძალადევის რაიონში, ურდიას ქუჩაზე N183-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი გვირაბული წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით მიმდინარეობს, რადგან დაზიანება სამანქანო გზაზეა და ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ორმხრივ შეფერხებას იწვევს.
ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისაგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც ხვალ, 6 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან ზეგ, 7 თებერვლის, დილის, 10:00 საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება:
ნაძალადევის რაიონში:
მუხრანის და ჟორდანიას ქუჩებს და შესახვევებს; თიანეთის, გლინკას, შენგელაიას, ბოგვის, ლიახვის, ურდიას და მიმდებარე ქუჩებს;
ჩუღურეთის რაიონში:
ხუდადოვის N137-ის სამხედრო კორპუსებს; რეხის ქუჩებს; ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებს;
ისნის რაიონში:
თელავის ქუჩის ნაწილს; წინანდლის ქუჩას და შესახვევებს; სამრეკლოს, მესხიშვილის  და მიმდებარე ქუჩებს; ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს. ვაზისუბნის დასახლებას მთლიანად; მეტრომშენის დასახლებას და მოსკოვის გამზირს;
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“     აბონენტებს წინასწარ, შMშ-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  http://www.gwp.ge.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები