ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველი მოკვდა
ბრაკონიერების მიერ დაჭრილი შველის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ბრაკონიერობის შემთხვევა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მოხდა. ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს. თოვლზე კვალის მიხედვით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. აღნიშნული პიროვნებების ვინაობა ამ დრომდე უცნობია. შემთხვევა ჩითახევის ტერიტორიაზე მოხდა. რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადმოიყვანეს. მიუხედავად ვეტერინარების სამედიცინო დახმარებისა, შვლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.