„ბავშვთა სამყაროში“ შიდა გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო
სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში“ შიდა გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა, ლაშა აბაშიძემ განუცხადა.
„გადავწყვიტეთ, რომ დღეს უკვე შიდა გამაგრებითი სამუშაოები დაიწყოს. შეიძლება მჭიდები დაყენდეს, რომ ყველაზე მაღალი რისკის მქონე არეალების გამარგება მოხდეს. ამის შემდეგ უკვე, სადაც შესაძლებელი იქნება, ხალხს შევუშვებთ.
შეიძლება იყოს ისეთი არეალები, სადაც ფიზიკურად გამაგრება ვერ მოხერხდება, ამ შემთხვევაში ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ადამიანები შევუშვათ“, – განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
„ბავშვთა სამყაროში” გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები უკვე რამდენიმე დღეა შენობაში შესვლას და საკუთარი ნივთების გამოტანას ითხოვენ.