ტყიბული-თერჯოლის დეპუტატმა ადგილობრივებთან რაიონის პრობლემური და აქტუალური საკითხები განიხილა (ვიდეო)
ტყიბული-თერჯოლის გაეთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებთან, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე რომელსაც დეპუტატის ბიუროს წევრებიც ესწრებოდნენ რაიონის პრობლემური და აქტუალური საკითხები განიხილეს.
დეპუტატი შეკრებილებს ტყიბულში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტყიბულის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე ესაუბრა. შეხვედრაზე ტყიბულის რაიონის რამდენიმე სოფლისთვის მაღალმთიანის სტატუსის მინიჭებაზეც იმსჯელეს. დღის ბოლოს დეპუტატი მოქალაქეებს ტყიბულის ბიუროში შეხვდა.