შიდა ქართლში პესტიციდების ხარისხზე იმსჯელეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა შიდა ქართლის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პრეპარატების ფალსიფიკაციასა და აგროქიმიკატების და პესტიციდების გამოყენებისას მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე.
„სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხს აქტიურად ამოწმებს. მნიშვნელოვანია პრეპარატების შენახვისა და რეალიზაციის შესაბამისი წესების დაცვა, რასაც სააგენტოს სპეციალისტები განსაკუთრებულად გააკონტროლებენ. აგრეთვე, სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი შხამ-ქიმიკატების ეფექტიან და უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებით ფერმერების ცნობიერების ამაღლებაა, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება როგორც მოსავლის ხარისხზე, ასევე ფერმერების ეკონომიურ მდგომარეობაზე“, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.
შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა. მას სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორი, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი,მუნიციპალიტეტის გამგებელი, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მსხვილი რეალიზატორები და ფერმერები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები