ბაჩანა ბალიაშვილი – ”კასპის ეტალონი მოსწავლე”
სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტ “ეტალონის” შემოქმედებითი გუნდი, წამყვანთან გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად დღეს კასპს სტუმრობდა. გუნდმა მორიგი ინტელექტ-ჩემპიონატი ჩაატრა და ”კასპის ეტალონი მოსწავლე” გამოავლინა.
ინტელექტ-ჩემპიონატში, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 83 მოსწავლე მონაწილეობდა, გამარჯვება ქალაქ #3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ბაჩანა ბალიაშვილმა მოიპოვა.
კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბაჩანა ბალიაშვილს ულოცავს გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს უსურვებს.