ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბრაკონიერობის ფაქტი გამოვლინდა
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ჭითახევის მონაკვეთზე ნაკრძალის უფროსმა დაჭრილი შველი დღეს იპოვა.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნაკრძალის უფროსის, რევაზ ქიმაძის განცხადებით, შველი, სავარაუდოდ, ორმა ბრაკონიერმა დაჭრა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მისივე თქმით, ცხოველს ვეტერინარი გასინჯავს. შესაძლოა, შველს ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.