სამართალდამცავები უკვე 11 დღეა, კახეთში 57 წლის მამაკაცს ეძებენ

სამართალდამცავები უკვე 11 დღეა, კახეთში 57 წლის მამაკაცს ეძებენ. დავით ხოკერაშვილის სამძებრო სამუშაოებში პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება.
დიდთოვლობის მიუხედავად, ძებნის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
თელავში მცხოვრები მამაკაცი დაკარგული პირუტყვის საძებნელად მთის მიმართულებით წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. დავით ხოკერაშვილის ძმა, მიშა ხოკერაშვილი ამბობს, რომ მის ძმას გული აწუხებდა და შესაძლოა, გულმა უმტყუნა, თორემ  გზა მას არ აებნეოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები