Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ქართული ფილმი პირველად წარდგება

რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ 4 თებერვალს კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდება. პრესტიჟული ჯილდოს Outstanding Achievement Awards ნომინანტები ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოებამ იანვარში დაასახელა. ერთ-ერთ ჯილდოზე Spotlight Award ოთხ ნომინანტს შორის წარდგენილია ცნობილი ესპანელი ოპერატორი Gorka Gomez Andreu ფილმისთვის “სხვისი სახლი”. ამ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
”ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამერიკელ კინოოპერატორთა ნომინანტი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი გახდა!
რუსუდან გლურჯიძის “სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელმაც უკვე მოიპოვა არაერთი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის მთავარი პრიზები კარლოვი – ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.
ფილმი საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქციაა.
Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოების ცერემონია 4 თებერვალს 31-ედ გაიმართება.
ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები, როგორიცაა: Arrival, Lion, La La Land, Moonlight და Silence”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები