გივი თარგამაძის ინფორმაციით, გიორგი ცერცვაძე შესაძლოა, პატიმრობიდან დღესვე გაათავისუფლონ

ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე შესაძლოა პატიმრობიდან დღესვე გაათავისუფლონ, – ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გივი თარგამაძემ “ფეისბუქზე” გაავრცელა.
“დღეს კიევის სააპელაციო სასამართლოს არასახარბიელო გადაწყვეტილების შემდეგ მქონდა კომუნიკაცია უკრაინის გენერალურ პროკურორ ბატონ ლუცენკოსთან გიორგი ცერცვაძესთან საპატიმროში დეპუტატ ოთო კახიძის შეშვების თაობაზე. ოთო ალაგებდა ლოგისტიკას უკრაინის ციხეების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. 20 წუთის წინ დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა ოთოს, რომ კიევში მის ჩასვლას აზრი აღარ აქვს, ვინაიდან არსებული ტექნიკერი პრობლემები მოგვარდა და ცერცვაძეს ერთ საათში გაათავისუფლებენ. დადასტურებისთვის მივმართე ბატონ ლუცენკოს, რომელმაც მითხრა, რომ ეს მოხდება ნახევარ საათში.” – წერს გივი თარგამაძე.
კურიერმა ამ ინფორმაციის გადამოწმება უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილესთან სცადა. ევგენი ენინმა კურიერთან საუბარში დაადასტურა, რომ უახლოესი ერთი საათის განმავლობაში გიორგი ცერცვაძეს გამოუშვებენ.
ცერცვაძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი გამოშვება პროკურატურის გადაწყვეტილებით ხდება და მას აღვკვეთის ღონისძიების ფორმა შეუცვალეს.
giacercvadze

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები