„ამბავი მობურთალი იუნკერისა” – შალვა ერისთავის გმირობაზე წიგნი გამოიცა

ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამომცემლობა “აურეუსის” მიერ დაბეჭდილი ორი ახალი წიგნის წარდგინება გაიმართა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ეს არის ორი წიგნი: ბადრი გოგუაძის „ამბავი მობურთალი იუნკერისა” (ეძღვნება გმირ იუნკერ შალვა ერისთავს) და „ვეფხისტყაოსნის” უცნობი ხალხური ვერსია” (ეძღვნება შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლისთავს), რომლის ტექსტები კახეთში ჩაიწერა და გამოსაცემად მოამზადა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა ბიძინა ნანობაშვილმა.
ორივე წიგნის რედაქტორი და გამომცემელია პროფესორი ალექსანდრე ნონეშვილი.
წარდგინებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, პროფესორები: ოთარ ჯანელიძე, რუსუდან დაუშვილი; ცნბოილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი; პოეტი ბადრი ქუთათელაძე, „ტრადციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, ჟურნალისტი პაატა ნაცვლიშვილი და სხვები.
გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ამ წიგნების გამოცემით კარგი საქმე გაკეთდა. შალვა ერისთავს თითქმის არ იცნობს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი. იგი იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი – მოიერიშეებს მალევე გამოეყო, უმალ აირბინა აღმართი, ტყვიითა და ხიშტით განგმირა შემოგებებული მტერი, საკუთარი სხეულით დაფარა მოწინააღმდეგის ტყვიამფრქვევის ლულა და თანამებრძოლებს გზა გაუხსნა. შალვა ერისთავი იყო იმ კოლა ერისთავის შთამომავალი, ვინც პირველმა აღმოაჩინა ვაჟა-ფშაველა და ილიას წარუდგინა.
გიორგი კეკელიძის თქმით, მალე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება სპორტული დარბაზი და შალვა ერისთავს ექნება სპეციალური სტენდი. „საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი შვილები არა მარტო წარსულში, არამედ აწმყოშიც“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები